ფილიალის მენეჯერი
09-06-2026 - 23-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე ქ. ბათუმში;     

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფილიალის პერსონალის მართვა; სამუშაოს დაგეგმვა და განაწილება; შესრულებული სამუშაოს შეფასება;
  • მენეჯმენტის მიერ ფილიალისათვის განსაზღვრული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
  • ფილიალის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა; არსებული პრობლემების გამოვლენა, გადაჭრის გზების დასახვა, მენეჯმენტის დროული ინფორმირება; შესაბამისი რეაგირებების განხორციელება;
  • საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • მომხმარებლის მომსახურება, სესხის გაცემისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების პროგრამული ავტორიზაცია;
  • სალაროსა და ჩეკ-ფაილის კონტროლი;
  • დოკუმენტაციის დადგენილ პროცედურებთან/წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
  • ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი; კონკურენტი საფინანსო ინსტიტუტების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა; ამ მიზნით პრომო-აქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კომპანიაში მომხმარებლების მომსახურების შესახებ დადგენილი სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი  განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო / გაყიდვების მიმართულებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;

სხვა მოთხოვნები:

  • მართვის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების, დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;


სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან/და ატვირთეთ რეზიუმე (CV).

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<