Help Desk  Engineer
10-09-2026 - 24-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

 სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპ“-ი აცხადებს ვაკანსიას Help Desk  Engineer თანამდებობაზე.

 

 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის კომპიუტერული, ქსელური და პერიფერიული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა (ადგილზე და დისტანციურად) და საჭიროების შემთხვევაში მათი ინსტრუქტაჟი/ტრენინგი;
  • ოპერაციული სისტემების (MS Windows 7, 8, 10, 11) ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა და ხარვეზების აღმოფხვრა;
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერები, სკანერები) და IP ტელეფონების ინსტალაცია/კონფიგურირება;
  • შიდა ლოკალური ქსელის (LAN, Wi-Fi, DHCP/DNS) საბაზისო მონიტორინგი და ხარვეზების დროული აღმოფხვრა;
  • ტექნიკური ინციდენტების მართვა (Ticketing სისტემაში);
  • ტექნიკური აღჭურვილობის რეგულარული პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • IT მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • MS Windows (7, 8, 10, 11) ოპერაციული სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • IP ტელეფონიასთან და პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ლოკალური ქსელებისა და ინტერნეტ-პროტოკოლების საბაზისო ცოდნა;
  • დისტანციური დახმარების პროგრამების ცოდნა (TeamViewer, AnyDesk და ა.შ.);
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობისთვის);
  • Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება;

სხვა მოთხოვნები და უნარები:

  • რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
  • პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ოპერატიულად გადაჭრის უნარი (სისხარტე);
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
  • დატვირთულ და ინტენსიურ რეჟიმში მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

  • განაკვეთი: სრული, კვირაში მაქსიმუმ 40 საათი.
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
  • ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსეთ აპლიკაცია ან/და ატვირთეთ თქვენი რეზიუმე (CV)

 

წარმატებებს გისურვებთ!

 

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!