ჩვენ შესახებ

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი საქართველოში 2010 წლიდან საქმიანობს. დღეს კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 34 ფილიალით საქართველოს 13 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, გარდაბანში, თელავში, გურჯაანში, ხაშურში, მარნეულში, ახალციხესა და ფოთში. სკაპის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რასაც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში მოქმედი სწავლებისა და თანამშრომელთა განვითარების კომპლექსური სისტემა. ამჟამად სკაპი აერთიანებს 530-ზე მეტ პროფესიონალს.

ჩვენი მისია და ხედვა

Სკაპის  მისიაა მომხმარებელთა კეთილდღეობის გაუმჯობესება მარტივი, სწრაფი და ინოვაციური ფინანსური გადაწყვეტილებებით.

ვქმნით ფინანსურ სივრცეს, სადაც ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი - საჭიროება, გადაწყვეტა და სერვისი. ჩვენი მიზანია გავხდეთ უნივერსალური საფინანსო ორგანიზაცია და მომხმარებლისთვის, ონლაინ თუ ფიზიკურ სივრცეებში, მარტივად და უსაფრთხოდ უზრუნველვყოთ ყველა მნიშვნელოვან ფინანსურ სერვისზე წვდომა.

ვაშენებთ მომავალს, სადაც ფინანსური სერვისები მდგრად განვითარებას ემსახურება - ვზრუნავთ გარემოზე, მხარს ვუჭერთ მოქალაქეებს და გულმოდგინედ ვითვალისწინებთ პასუხისმგებლიანი მართვის პრინციპებს.

<