ფილიალის ჯგუფის უფროსი
17-06-2026 - 02-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ქ. თბილისში;

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჯგუფის წევრების საქმიანობის კოორდინაცია, მხარდაჭერა და მონიტორინგი;
    • შიდა რეგულაციების, პროცედურებისა და სიახლეების დროული დანერგვის უზრუნველყოფა;
    • ოპერაციების, ტრანზაქციებისა და სასესხო დოკუმენტაციის კონტროლი;
    • სტაჟიორების სწავლებისა და ადაპტაციის პროცესის მონიტორინგი;
    • ავტომობილით უზრუნველყოფილი საკრედიტო განაცხადების ფორმირება და საკრედიტო კომიტეტისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მომზადება;
    • სესხის გაცემის პროცესის წარმართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
    • კლიენტებისთვის სასესხო პროდუქტებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა (რეფინანსირება, რესტრუქტურიზაცია, რეკალკულაცია და სხვა);
    • მომხმარებელთა განცხადებების მიღება და შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება;
    • მომსახურების სტანდარტებისა და საოპერაციო პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით;
    • საბანკო ან მიკროსაფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
    • საკრედიტო პროდუქტებისა და პროცესების ცოდნა;
    • გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
    • MS Office-ის პროგრამების ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

  • ლიდერული უნარები;
    • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    • კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
    • შედეგზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.


სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან ატვირთეთ რეზიუმე (CV)

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!