მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ოფიცრის და მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების უფროსი ოფიცერი - ქ. ხაშური, ქ. ქუთაისი, ქ. ფოთი, ქ. რუსთავი, ქ. ბათუმი, ქ. ზუგდიდი, ქ. მარნეული, ქ. გორი;
07-07-2026 - 21-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ოფიცრის და მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების უფროსი ოფიცრის თანამდებობაზე ქ. ხაშურში, ქ. ქუთაისში, ქ. ფოთში, ქ. რუსთავში, ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. მარნეულში, ქ. გორში;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოზიდვა;
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;
- კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
- საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
- სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
- საკრედიტო პორთველის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
- ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;
- რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ეფექტური გაყიდვების უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- სისხარტე მუშაობაში;
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი;
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია ან ატვირთოთ რეზიუმე (CV)