მეორადი ავტომობილების გაყიდვების ოფიცერი
25-11-2026 - 09-12-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას მეორადი ავტომობილების გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მეორადი ავტომობილის დიაგნოსტიკის ორგანიზება და კონტროლი. მისი სარეალიზაციოდ მომზადება;
  • მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება და მეორადი ავტომობილების რეალიზაციის უზრუნველყოფა;
  • ავტომობილის შესახებ მონაცემების გამოთხოვა კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან, მათი სორტირება და პროგრამაში ატვირთვა;
  • ავტომობილების განთავსება სარეალიზაციოდ საქართველოში მოქმედ პორტალებზე myauto.ge და სხვ. უკვე განთავსებული განაცხადების ვადების კონტროლი და დროული განახლება;
  • ავტოსადგომიდან ავტომობილის გაყვანის უზრუნველყოფა, როგორც მატერიალურად ასევე პროგრამულად;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო პროფესიული/უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

 

სხვა მოთხოვნები:

  • ეფექტური გაყიდვების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • ორგანიზებულობა;

 

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა და საბონუსე სისტემა (ჯამში ხელზე ასაღები 1300 ლ-დან).

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან/და ატვირთეთ რეზიუმე (CV).

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!