ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა - საკრედიტო ექსპერტი
27-10-2026 - 10-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სკაპ” აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაზე:

მზად ხარ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად?

თუ გინდა მიიღო პრაქტიკული გამოცდილება, შეიძინო მოთხოვნადი პროფესია უნარები და დაიწყო კარიერა ფინანსურ სფეროში, შემოუერთდი სკაპის გუნდს!

რას გთავაზობთ?

  • ახალი პროფესიის შესწავლას რეალურ სამუშაო გარემოში გამოცდილი გუნდის დახმარებით;
  • მაღალკვალიფიციურ ტრენერისგან ცოდნის მიღებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • შესაძლებლობას, განივითარო კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარები;

 

რას ისწავლი სტაჟირების პერიოდში?

  • ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მოზიდვას;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას, მათ შორის პირდაპირ მარკეტინგს;
  • მომხმარებლის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლასა და ანალიზს;
  • საკრედიტო განაცხადების მომზადებასა და საკრედიტო კომიტეტზე წარდგენას;
  • სესხის დოკუმენტირებისა და გაცემის პროცესს;
  • საკრედიტო პორტფელის მართვას.

 

ვის ვეძებთ?

  • ადამიანს, რომელსაც სურს ფინანსურ სფეროში კარიერის დაწყება;
  • მოტივირებულ და პასუხისმგებლიან კანდიდატს;
  • ადამიანს, რომელსაც უყვარს კომუნიკაცია;
  • სწავლისა და განვითარების სურვილის მქონე კანდიდატს.

 

სამუშაო პირობები

  • ლოკაცია: თბილისი და რეგიონები;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:30;
  • სტაჟირების ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 3 კვირა;
  • ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 250 ლარი;
  • შემდგომი ანაზღაურება: 950 ლარი + ბონუსი;
  • დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი და სასაუბრო დრო.

 

სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის, მთავარია შენი მოტივაცია, პასუხისმგებლობა და სწავლის სურვილი!

დაინტერესდი?

გამოგვიგზავნე CV და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!