სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი“ აცხადებს ვაკანსიას Manual QA Engineer პოზიციაზე:
ვაკანსია განკუთვნილია სპეციალისტებისთვის, რომელთაც აქვთ პროგრამული უზრუნველყოფის მანუალური (Manual) ტესტირების გამოცდილება. შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება Odoo ERP სისტემის მოდულების ფუნქციურ ტესტირებაში, ბიზნეს-პროცესების გამართულობის შემოწმებასა და ხარისხის უზრუნველყოფაში.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- Odoo ERP მოდულების ფუნქციური და ბიზნეს-ლოგიკის ტესტირება;
- დეტალური ტესტ-ქეისების (Test Cases), ჩექლისტებისა და ტესტ-სცენარების მომზადება და მანუალური შესრულება;
- ხარვეზების (Bugs) აღმოჩენა, დეტალური ბაგ-რეპორტების მომზადება (Jira-ში) და მათი სასიცოცხლო ციკლის მართვა;
- ინტეგრაციების შემოწმება და რეგრესული ტესტირება (Regression Testing) ახალი რილიზების წინ;
- მონაცემთა ბაზის დონეზე ჩანაწერების გადამოწმება (PostgreSQL);
- ბიზნეს-ანალიტიკოსებთან და დეველოპერებთან აქტიური კომუნიკაცია მოთხოვნების დაზუსტების მიზნით;
ძირითადი მოთხოვნები (Hard Skills)
- პროგრამული უზრუნველყოფის მანუალური ტესტირების (Manual QA) მეთოდოლოგიების სიღრმისეული ცოდნა და MIN 2 წლიანი გამოცდილება;
- ERP/CRM სისტემებთან (სასურველია Odoo) მუშაობის ან ტესტირების გამოცდილება;
- ტესტ-დოკუმენტაციის (Test Cases, Checklists, Acceptance Criteria) პროფესიონალურად შექმნის უნარი;
- PostgreSQL / SQL მოთხოვნების (Queries) წერის საბაზისო ცოდნა (მონაცემების გადასამოწმებლად);
- Browser DevTools-ის (Console, Network) გამოყენების უნარი;
- Agile/Scrum გარემოში და Jira / Confluence-თან მუშაობის გამოცდილება;
სასურველი კვალიფიკაცია (უპირატესობა):
- ფინანსურ ან საბანკო/მიკროსაფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- API ტესტირების საბაზისო გამოცდილება (Postman, Swagger);
- ტესტირების ავტომატიზაციის ხელსაწყოების საბაზისო ცოდნა/გამოცდილება;
პიროვნული თვისებები (Soft Skills):
- მაღალი დეტალიზაცია და ბიზნეს-პროცესების სწრაფად ათვისების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების მიზეზ-შედეგობრივი გააზრება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი–პარასკევი, 10:00 – 18:30)
- ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით;
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან/და ატვირთეთ რეზიუმე (CV).
წისურვებთ წარმატებას!